ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

9 hours ago 7

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

ის დღევანდელ პროცესს არც დისტანიცურად ერთვებოდა. გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნისსთვის პატიმრობის შეფარდებას დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ დღეს მედიასთან განაცხაად, რომ საქმეში მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიო-ვიდეო მასალა დევს.

ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადმოგვეგზავნება, ჩვენ შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ… საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც გამოიხატა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მიმართული ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებაში და ასევე, მოწოდებებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები არ შეესრულებინათ და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის. ეს მოწოდებები სოციალურ ქსელშია გაკეთებული, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”,- განაცხადა ცალუღელაშვილმა.

დაცვის მხარე მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ამასთან, როგორც ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, შაიშმელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, რადგან დანაშაულებრივი ქმედება არ არსებობს”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა.

სრულად წაკითხვა