ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობს

9 hours ago 1

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩოქოვანი გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნეს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

სრულად წაკითხვა