ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

9 hours ago 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს. 

„რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ ირაკლი ჩიქოვანის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე რამშტაინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, შეიქმნა 2022 წელს, რათა უკრაინის საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერას გაუწიოს კოორდინაცია შეერთებული შტატების ეგიდით. ინიციატივა აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა უმეტესობა ნატოს წევრია.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამ შეხვედრებში მონაწილეობდა.

სრულად წაკითხვა