სამოქალაქო აქტივისტის, “ალფა სიხშირის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ჩხვირკიას დაკავების შემდეგ პორტალმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, ირაკლი ჩხვირკია 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს, თუმცა მისი მეგობრებისთვის ამ დრომდე უცნობია ბრალდების შინაარსი:
“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დააკავეს ჩვენი ინტერნეტპლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩხვირკია. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია მისთვის წაყენებული ბრალდების დეტალები, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და თავისი სამოქალაქო აქტივიზმით იცნობდა ჯერ კიდევ “ალფა სიხშირის” დაფუძნებამდე, არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც გასული იქნება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან.
“ალფა სიხშირე”, როგორც სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა, ჩვეული შემართებით აგრძელებს საქმიანობას და მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი ჩხვირკიას, ასევე ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს,”-ნათქვამია “ალფა სიხშირის განცხადებაში.