შეხვედრაზე განიხილებოდა ევროპელების მოთხოვნა, რომ ირანმა კვლავ დაუშვას გაეროს ინსპექტორები თავის ბირთვულ ობიექტებზე და განაახლოს დიპლომატია შესათანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელახლა დაწესდება სანქციები, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით, რომელიც ახლა მნიშვნელოვანწილად ძალადაკარგულია.
ბერლინი, პარიზი და ლონდონი ცოტა ხნის წინ ირანს მკაცრი სანქციების ხელახლა დაწესებით დაემუქრნენ, თუ ამ ზაფხულის ბოლომდე ახალი ბირთვული შეთანხმებისკენ კონკრეტული პროგრესი არ იქნება. მიზანი უნდა იყოს მტკიცე და მდგრადი შეთანხმება, რომლის კონტროლი იქნება შესაძლებელი.
ამ შეთანხმებით, მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიონ, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი.
ივნისში ისრაელმა და აშშ-მა დაბომბეს ირანის ბირთვულ ობიექტები. გაურკვეველია, რა დონით შეფერხდა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება.
ირანის საგარეო საქმეა მინისტრმა აბას არაღჩით, ადრე განახადა, რომ „განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ომის შემდეგ, მათთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია ურყევი რჩება და რომ ჩვენი ურანის გამდიდრება გაგრძელდება. ჩვენ არ დავთმობთ ირანელი ხალხის ამ უფლებას".