ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.