12
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
Wall Street Journal-ის თანახმად, ამ კვირაში ჰორმუზის სრუტეში უკვე იმაზე მეტი ნავთობმა გაიარა, ვიდრე ომამდე გადიოდა. 24 მილიონი ბარელია ამჟამად; ომამდე კი 23.3 მილიონი იყო.
ცხადია ეს არ შველის ბენზინის ფასს ჯერჯერობით, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების თვითღირებულებაა გაზრდილი. მაგალითად, ჩინეთი ტანკერის მეზღვაურს 25 ათას დოლარს უხდის ჩინეთი-ჰორმუზი-ჩინეთი მარშრუტში, რასაც დაახლოებით 2 კვირა სჭირდება.
სამაგიეროდ, ის ტანკერები, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ეზიდებოდნენ, ახლა ჰორმუზში გადმოიყვანეს მათმა პატრონებმა, რადგან ეს მარშრუტი ბევრად უფრო მომგებიანი გახდა. ეს სერიოზული დარტყმაა ჩრდილოვანი ფლოტით მოსარგებლე რუსებისთვის.
ირანი ტყავიდან ძვრება, რომ როგორმე ჩაშალოს ეს პროცესი, მაგრამ ამერიკული ფლოტი მაგრად დგას. განსაკუთრებით გააქტიურდება თავდასხმები არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში, მაგრამ ირანის ბერკეტები არსებითად სუსტდება და თუ ამერიკამ მოახერხა ამ ტემპების შენარჩუნება, ნავთობის ფასიც ნელნელა კლებას დაიწყებს.
პარალელურად მიმდინარეობს სპარსეთის ყურის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აღდგენა და როცა დასრულდება, დიზელისა და საავიაციო ბენზინის მოწოდებაც დაიწყება.
თუ ეს პროცესი არ შეწყდება, ირანის რეჟიმის ეკონომიკური მოხრჩობა გარანტირებული იქნება.
პარალელურად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოსლოში ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება სრულად აღდგენილია.
უიტკოფი და კუშნერი კი მოსკოვში მიემგზავრებიან, რათა პუტინს წარუდგინონ ამერიკა-ევროპა-უკრაინის მიერ ფლორიდაში შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმა. ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სერიოზული პროგრესის იმედი აქვს და ყველას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
იმედია, პოლიტ-ისტერიკების ფონი ცოტათი დამშვიდდება, რაც ერთნაირად სასარგებლო იქნება ყველასათვის, რიგითი მოქალაქეების ნერვების ჩათვლით.
საერთაშიროსო alia.ge