ირანმა ისრაელს აშშ-ის თავდასხმების შემდეგ თანამშრომლობა შეაჩერა გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან  

1 day ago 2

ირანმა 2 ივლისს ოფიციალურად შეაჩერა თანამშრომლობა გაეროს ბირთვული მეთვალყურეობის სააგენტოსთან (IAEA), რაც მოჰყვა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სხვა ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის უპრეცედენტო თავდასხმების სერიას.

12-დღიანი იერიშების გამო, რომლებიც 13 ივნისს დაიწყო, უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა თეირანსა და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს შორის.

25 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღეს, ირანის კანონმდებლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ვენაში დაფუძნებულ უწყებასთან თანამშრომლობის შეჩერებას.

სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ კანონი ძალაში შევიდა.

ირანის მედიის თანახმად, რომელსაც AFP ეყრდნობა, ამ კანონის მიზანია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ჩარჩოებში, განსაკუთრებით ურანის გამდიდრებაზე აქცენტით, “ირანის ისლამური რესპუბლიკის განუყოფელი უფლების მხარდაჭერა.“

გაეროს სააგენტოს ინსპექტორებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომა ჰქონდათ, ახლა მათი სტატუსი ცხადი არაა.

როგორც გაეროში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, ინსპექტორების მუშაობა შეჩერებულია.
ურანის გამდიდრება დიდი ხანია მთავარი სადაო საკითხია თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებზე, რომლებიც შეწყდა ირანზე იერიშის გამო.

ისრაელი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა ფიქრობენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღის შექმნაზე მუშაობს, რასაც თეირანი უარყოფს.
ირანის ახალ კანონში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ნაბიჯები სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შემდეგ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თეირანთან ხელი მოაწერეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას და რომელიც აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივად დატოვა, მოუწოდა, აამოქმედონ „საპასუხო რეაქცია“ და აღადგინონ ირანის მიმართ გაეროს სანქციები.
ირანი იმუქრებოდა, რომ მის მიმართ ძველი სანქციების აღდგენის საპასუხოდ დატოვებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას.
ისრაელი, რომელიც საყოველთაო შეფასებით, ბირთვულ იარაღს ფლობს, არ არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მონაწილე.


ირანის ბირთვული ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ ირანმა მკაცრად გააკრიტიკა ბირთვული სააგენტო დუმილის გამო.

სრულად წაკითხვა