ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

5 hours ago 4

ირინე იმერლიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ დატოვა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის გეგმები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით  მიმართოს.

სასამართლოს მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, იმერლიშვილს, „საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება“.

იმერლიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია, რომელიც 2013 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე. მას ამ თანამდებობაზე 2026 წლის შემოდგომამდე უნდა ემსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ ერთგული მოსამართლეების მიერ დომინირებულად მიიჩნევა, იმერლიშვილი იმ მოსამართლეებს შორის იყო, რომელთაც მთავრობისგან განსხვავებული პოზიციები ქონდათ, მათ შორის 2023 წლის საქმეზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ვიზიტების გამო კონსტიტუციური მანდატის გადაჭარბებაში დაადანაშაულა. თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების მოტივით, იმერლიშვილი არ ყოფილა იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც გასულ წელს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის შეჩერების თაობაზე გახმაურებულ საქმეს განიხილავდნენ.  

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა