ნაპოლი პსვ ეინდჰოვენიდან ნიდერლანდელი გარემარბის, ნოა ლანგის ტრანსფერის დახურვას უახლოვდება, რისთვის აურელიო დე ლაურენტისს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
აღნიშნულ ფაქტს ნაპოლის ლეგენდა, რუდ კროლი ეხმაურება, რომელიც ნათლად ამბობს, რომ ლანგის სახით გულშემატკივრები ახალ ხვიჩა კვარაცხელიას არ უნდა ელოდონ:
მას დისციპლინის პრობლემები აქვს, თუმცა ნიჭიერი ფეხბურთელია და შეუძლია, რომ კონტესთან ერთად განვითარებისთვის წინ დიდი ნაბიჯი გადადგას.
ახალი კვარაცხელია? - არა, ლანგი ამას ვერ შეძლებს, გულშემატკივრებს ასეთი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.
- ამბობს ნაპოლის ლეგენდა.