„ის მაინც გვეცოდინება, რომ ყველაფერი ვცადეთ“ – ნათია ფანჯიკიძე

2 weeks ago 8

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

„სამოქალაქო დაპირისპირება უკვე სახეზეა და შეუქცევად ფორმას იღებს, რაც თანდათან უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს, თორემ ხალხსა და მთავრობას შორის გამართული ომი ყოველთვის ხალხის გამარჯვებით სრულდება, ლაპარაკი მსხვერპლისთვის თავის არიდებაზე და ქვეყნის გარე საფრთხისგან გადარჩენაზეა. ომის შეწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებით არის შესაძლებელი, მიუხედავად იმ წინასწარი გამყარებული ცოდნისა, რომ ჟარგონით რომ ვთქვა, “გადამგდებები” არიან. პოლიტიკოსებს მოლაპარაკების რესურსი არა აქვთ. საზოგადოებიდან რომ შეირჩეს არაპარტიული ადამიანების ჯგუფი, ვისაც აქვს არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და აქვს ნდობა და დაეკისროს დიპლომატიური მისია მტრად ქცეულ ქართულ ოცნებასთან (მაგ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში), არის შესაძლებელი? ის მაინც გვეცოდინება, რომ ყველაფერი ვცადეთ.“

სრულად წაკითხვა