"ის მდიდარია და.." - რატომ მოუხადა ლეგენდამ ბოდიში ილია თოფურიას

6 hours ago 1

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დენიელ კორმიემ თავის გადაცემაში ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა, სადაც მან უნებლიეთ დეზინფორმაცია გაავრცელა.

კორმიემ თქვა, რომ თოფურიას ოჯახი ისედაც ყოველთვის მდიდარი იყო, ისევე როგორც არმანის შემთხვევაში, ამიტომ ცარუკიანი და თოფურია ერთმანეთში ჩხუბს არ დაიწყებდნენ.

თოფურია და ცარუკიანი მდიდრები არიან, მდიდრები კი არ ჩხუბობენ. სიგიჟე იქნება ორი ისეთი ადამიანის დაპირისპირება, რომლებსაც UFC-ში ფული არ უშოვიათ.

- თქვა კორმიემ.

ცხადია, ილია თოფურიას ოჯახი ყოველთვის მდიდარი არ ყოფილა და იყო პერიოდი, როდესაც ილიას ოთხ სამსახურშიც კი ერთბაშად უწევდა მუშაობა. ამის გაგების შემდეგ კორმიემ სოციალურ ქსელში თოფურიას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მსგავსი რამ უნებლიეთ ილაპარაკა.

სრულად წაკითხვა