„ის მტრედი, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო…” – რას წერს გიორგი კეკელიძე 5 ბავშვის დაკრძალვაზე მომხდართან დაკავშირებით?

4 hours ago 4

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს. უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც. მე რელიგიური ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ ის კაცი ვარ, სანუგეშო სიტყვა რომ უკეთესი საყრდენი მგონია, ვიდრე სხვა რამ ნებისმიერი. ამიტომაც, ხან, ალბათ ასე თქმა სჯობს, როგორც ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა: – ,,სიკვდილი არა არის რა,  მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი”. მაინც სიტყვაა ყავარჯენი, თუნდაც კოჭლი ყავარჯენი, მაგრამ ერთადერთი, რაც ადამიანს აქამდე მოუგონია. და მე მინდა, რომ მშობლებმა შეძლონ და ახლა ძალა გამოიგონონ – ცოცხლად დარჩენის ძალა. ეს იქნება ჩემი შენათვალი, მეტი არაფერი. მგონი იმ მტრედისაც ეს იყო”,-წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.

სრულად წაკითხვა