239
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მამა არჩილ თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა:
,,ის, რასაც ე.წ. საეპარქიო კომისია გადაწყვეტილებების სახით იღებს და შემდეგ პატრიარქის ფაქსიმილიით ამოწმებს, როგორც პატრიარქის გადაწყვეტილებას, მთელი სინოდის შეურაცხყოფაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეპისკოპატის უმეტეს ნაწილზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვარ, კიდევ უფრო მეტი შელახვაა თითოეული მათგანის, რომ სინოდი წლებია ჩანაცვლებულია საპატრიარქოთი, რაც საერთოდ სხვა და სხვა სტრუქტურული ერთეულია და ე.წ. საეპარქიო კომისია ორიოდე ეპისკოპოსითა და დეკანოზით სრულად აიგნორებს სინოდის 40-მდე წარმომადგენელ ეპისკოპოსს.
როდესაც არ არსებობს საეკლესიო სასამართლო, ნებისმიერი მძაფრი და მძიმე გადაწყვეტილება სასულიერო პირების მიმართ ე.წ. საეპარქიო კომისიის მიერ მიღებული არის რეპრესია სასულიერო პირთა წინააღმდეგ.
აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ თუ მაინც და მაინც რომელიმე სასულიერო პირისგან შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს თუნდაც იერარქი, ქრისტიანული ფილოსოფია ერთი მხრივ მას უბიძგებს თავმდაბლობისა და დათმენისკენ, მეორე მხრივ კი “შემცდარი” ძმის თუ სულიერი შვილის სიყვარულოსკენ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმ სისასტიკეს, რასაც ე.წ. საეპარქიო კომისიის წარმომადგენლები ავლენენ სიძულვილისა და ზიზღის გზით.
არქიმანდრიტი დოროთე და არქიმანდრიტი ილია თუ შემცდრები არიან ეპისკოპოსის მიმართ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი ეპისკოპოსის დამოკიდებულება? – რეპრესია? მსახურების აკრძალვა? არ მოსმენა? სიმართლის არ ძიება? – ცხადია, არა. ქრისტიანული ფილოსოფია ამ კითხვების საწინააღმდეგოდ გულისხმობს სულიერი ძმისა და შვილის მოსმენას, სიყვარულს, შემცდრებიც რომ იყვნენ, მათ მიტევებას და ა.შ. არა თუ მართალი მსახურების სიძულვილს და მათდამი სისასტიკეს.
ქრისტეს შესამოსელი სასულიერო პირების მხრიდან ბევრ მანკიერებას შეიძლება მალავდეს, მაგრამ მათი რიტორიკა და გადაწყვეტილებები სახესაც, გულსაც და სულსაც ვერ ავლენს.
ე.წ. საეპარქიო კომისია არის სიძულვილის, ზიზღისა და სისასტიკის კომპაქტური დაჯგუფება, სადაც მოსაყდრე, რომლის სტატუსის შინაარსის ანალოგი ქრისტიანულ სამყაროში არ არსებობს, უკვე წლებია კლანურ მმართველობას მიმართავს მომავალი პატრიარქობის ჟინით.
მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორიას არ ახსოვს ცოცხალი და მოქმედი პატრიარქის გვერდით 8 წლის განმავლობაში არსებობდეს მოსაყდრე, მით უფრო პატრიარქის ეპარქიის უზურპატორი და მთელი სინოდის შემცვლელი.
სულ ცოტა, მარტო იმიტომ ვგულშემატკივრობ არქიმანდრიტ დოროთეს და არქიმანდრიტ ილიას, რომ სულ ცოტა, ქრისტიანული სული არ უშვებს გულგრილად უყურონ ნაცემ-რეპრესირებულ თანამემამულეებს და მათ სულიერი მხნეობით ავსებენ მძიმე წუთებში, მაშინ, როდესაც საეკლესიო პირების უმეტესობა სრულიად გულგრილად უყურებს როგორ დევნიან, ცილს სწამებენ, ფიზიკურად და მორალურად ლახავენ საკუთარ თანამემამულეებს, ეს არის მთავარი კონცეფცია ქრისტიანული ფილოსოფიისა და წმინდა მამათა სწავლებისა.
მხნედ იყავით, მარტონი ნამდვილად არ ხართ.“
საპატრიარქომ მამა ილიას მღვდელმსახურება შეუჩერა – რას პასუხობს არქიმანდრიტი ილია თოლორაია?

13 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·