19 დეკემბერი უდიდესი წმინდანის, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა. წმინდა ნიკოლოზი სწრაფშემსმენელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მორწმუნეთა გულიდან წამოსულ თხოვნებს სწრაფად ისმენს და ასრულებს.
მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე, ორი წლის წინ, ნიკოლოზობას იტალიის ქალაქ ბარში, წმინდანის საფლავზე შეხვდა. მან გაიხსენა შემთხვევა, რომელიც წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება.
ნატო დუმბაძე: წმინდა ნიკოლოზის საფლავზე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ძალიან მიყვარს იქაურობა.
წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მომლოცველების ცხოვრებაში, ვიცი, სასწაულები მომხდარა. სასწაული მოხდა ჩემთანაც! პირველად რომ მისი სახელობის ტაძარი მოვილოცე, რაც შევთხოვე, ზუსტად ორ დღეში ამისრულდა. საქართველოში უკან რომ ვბრუნდებოდი, ესემესი მოვიდა. მეგობარი მწერდა და რაც მის მესიჯში ეწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, რომელიც წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე! შოკირებული ვიყავი!
ამ სასწაულის შემდეგ, მადლიერებისგან სულ მაქვს ბარში ჩასვლის და იმ ტაძრის მოლოცვის სურვილი!
გილოცავთ ნიკოლოზობას, მისი მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
The post “ის, რაც მეგობარმა მომწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, წმინდა ნიკოლოზს რომ შევთხოვე…” – სასწაული, რომელზედაც ნატო დუმბაძე ჰყვება appeared first on TTimes.GE.