"ის, რაც მოხდა, სირცხვილია!" - რას ამბობს ალესანდრო დელ პიერო კვარას გოლზე

2 hours ago 3

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პსჟ და ლივერპული ერთმანეთს შეხვდნენ და მატჩი 0:1 დასრულდა ლივერპულის გამარჯვებით.

ხვიჩა კვარაცხელიამ მე-20 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

ამაზე იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.

"ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს" - განაცხადა დელ პიერომ.

სრულად წაკითხვა