ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

1 week ago 4

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში ხდება, ნამდვილად მოითხოვს სანქციების დაწესებას.

“მე ვიყავი ყოველთვის ძალიან მკაფიო თქვენთან, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ეს არის ძალიან რთული ევროკავშირისთვის იმიტომ რომ ამას სჭირდება 27 ქვეყნის ერთსულოვნება, მიუხედავად ამისა, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს. მე ვიცი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ მოვამზადოთ სანქციები და მივაღწევთ თუ არა ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებულია 27-ვე წევრ ქვეყანაზე. რთული იქნება ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნისთვის რომ თვალი აარიდოს იმ სისასტიკეს, რომელიც საქართველოში ხდება. “- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სრულად წაკითხვა