მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა გიორგი იაშვილთან სტუმრობისას სიყვარულზე ისაუბრა.
ვიდეოს Cavea+ აქვეყნებს:
სიყვარულის გჯერა?
„სიყვარულის ფაზების უფრო მჯერა. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად შეყვარებულები არიან ერთი და იგივე პარტნიორზე. მაგრამ ნახე როგორ ხდება ჩემი აზრით – თავიდან არის ვნება, სიყვარული და მერე, სადღაც უკვე გადადის შეჩვევაში, დამეგობრებაში, ურთიერთპატივისცემაში და მერე, ეს ყველაფერი იმდენად ერთმანეთში არის აზელილი, კარგი კუთხით, რომ ამ ყველაფერს სიყვარულს ეძახი. თორე ის, რომ პეპლები არ გიფრინავს მთელი ცხოვრება ერთ ადამიანზე, ეგ რაინაირად ხდება, მასწავლეთ, გთხოვთ“, – ამბობს მსახიობი.
ნახეთ ვიდეო ფეისბუქ ლინკზე: