ის, რომ ჩვენთან ვიღაცას ენა უბრუნდება შეადაროს როდიონოვი ჩვენ ახალგაზრდებთან, – წარმოუდგენელია – ზურაბიშვილი

1 week ago 8

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

“ჩეხეთში სენატის წინაშე წარვადგინე ჩვენი საკითხი დღევანდელი მდგომარეობა. აქაც დიდი მხარდაჭერა იქნა გამოხატული. თავად ნახეთ ფეხზე დამდგარი სენატორები, რომლებიც ფეხზე დადგომით მიესალმნენ 9 აპრილის მსხვერპლების ხსოვნას და ყველა იმ მებრძოლის, რომელიც დაიღუპა რუსეთთან, საბჭოთა ძალასთან ბრძოლაში.

მათ [ჩეხ სენატორებს] არ ეშლებათ ვინ იყო როდიონოვი, რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას და დემოკრატიას, რუსული სასტიკი ჯარის წინააღმდეგ. ის, რომ ჩვენთან ვიღაცას ეს ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდებთან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის წარმოუდგენელი”

სრულად წაკითხვა