13
პოლიტოლოგი, გია ნოდია:
გვიან ვნახე ირაკლი კობახიძის ინტერვიუ. ძალინ მტკივნეული იყო, მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვია.
ერთი ძლიერი მხარე ამ კაცს ნამდვილად გააჩნია: სრული უშფოთველობა და მოთმინება ლოგიკურად აბსურდული პოზიციის დაცვისას. ისე იძახის ბაჯაღლო ტყუილებს და სრულ სისულელეებს, წარბს არ შეიხრის. თუ არ გესმის, რას ლაპარაკობს, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რაღაც აზრიანს ამბობს.
არ ვიცი, ბიძინა მართლა ამზადებს მოსახსნელად თუ თავისივე გარემოცვას აბნევს ამ ჭორის გავრცელებით, მაგრამ, როგორც ჩანს, თავიდან მაინც, კობახიძის ამ უნარს განსაკუთრებით აფასებდა.
ინტერვიუს შეჯამება. ჟურნალისტი ქალი ეუბნება: „დებილი ხარ, შვილო, ევროპას მტერს ეძახი, ის არაფრად გაგდებს, შენთან სურათის გადაღებაც ყველას ესირცხვილება, და მაინც მოდიხარ და ეტენები? თავმოყვარეობა არა გაქვს, სახლში მაინც დაეტიე!“
პასუხი: „დავალება დავალებაა.“
საერთაშიროსო alia.ge