WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იმღერა ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ჰიმნი სასამართლოს დარბაზში.

ვიდეოსთან ერთად, ვრცელდება სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ იმღერა უკრაინის ჰიმნი და არა ქართული."მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ერთადერთს არ მაქვს მუსიკალური სმენა, მაინც შევასრულე უკრაინის ჰიმნი ისე უნიჭოდ ვმღერი, რომ დარბაზში მყოფმა სოფომ დიდი საყვედურით შემომხედა.

მეორე მხრივ ახლა მოიწერება ზოგიერთი, რატომ მღერი უკრაინის ჰიმნსო და არა ქართულსო - ჯერ ერთი იმიტომ რომ უკრაინა იბრძვის, მეორე იმიტომ რომ მებრძოლი უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ და მესამე და მთავარი, საქართველოს ჰიმნი "თავისუფლება" სწორედ მე მოვიპოვე ბრძოლით და მოგეცით თქვენ, ისევე როგორც დროშა და ჩემზე მეტად ცოტამ იცის მათი ფასი, მაგრამ ახლა უკრაინასაც სჭირდება ჩემი თანადგომა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: ​palitravideo.ge​​​