ინგლისის ჩემპიონშიპის 21-ე ტურში "უოტფორდმა" "ვესტ ბრომვიჩი" 2:1 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Whoscored-მა იგი ჩემპიონშიპის კვირის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.
სპორტულმა საიტმა სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.
გუნდი სრულად კი ასე გამოიყურება:
ტრეფორდი, ნელსონი, ქეშინი, ბეტი, მეისონ-კლარკი, რუდონი, ჩაკვეტაძე, გუდმინი, უილსონი, გეიე, ბაიო.