2
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
,,ვუყურე ნატა ვიბლიანის გადაცემას.
რა თქმა უნდა გამოძიებას დაველოდები.
უბრალოდ მინდა 90-ების საქართველო დაგანახოთ და მემკვიდრეობა, რომლის შეცვლაც უფრო რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების, მაგრამ გიჟმა იდეალისტებმა მოახერხეს.
მაშინდელი ციხე ქურდების იყო.
საკნები არ იკეტებოდა. ისეთი რემონტი დაგვხდა ერთი გავლენიანი “ავტორიტეტის” საკანში სახლში ინატრებდით. იადონებიც კი ჰყავდა საპატიმროში.
ის და მისნაირები ადგენდნენ ციხის წესრიგს.
მხოლოდ ციხე კი არა, ეს ქვეყანაც ქურდების იყო. ციხიდან აბანოში დადიოდნენ და იქ გოგოებს მასპინძლობდნენ.
ასეთი ჩამპალი სისტემა ჩააბარეს 24 წლის ბიჭს და მანამდე ბევრს ჰკითხეს, გაბედავდნენ თუ არა ქურდულ სისტემასთან დაპირისპირებას.
ერთის გარდა ყველამ უარი თქვა.
შემდეგ, ამ ერთს, ქურდულმა საქართველომ ბევრი ლეგენდა შეუთხზა.
სვანეთში, ერთ ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა.
იარაღს ეძებდნენ და ადამიანები იპოვეს.
ოჯახს “მონები”ჰყავდა. იძულებით ამუშავებდნენ ხალხს.
მახსოვს პირდაპირი ჩართვები რ2-ში და სიუჟეტები, ეს ხალხი როგორ გაათავისუფლეს.
არცერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე.
აბა კარგად გაიაზრეთ რასაც გიყვებით.
ეს რეალობა ნორმალურ ამბად ითვლებოდა ადგილობრივებისთვის იმიტომ, რომ იმ გვარს, სვანეთში, ვერაფერს უბედავდნენ.
ადგილობრივები კი არა, მაშინდელი ხელისუფლებაც.
2004 წელი იყო, ეს “გავლენიანი” ადამიანი ამბობდა რომ შსს ვერტფმრენს აფრენის უფლებას არ მისცემდა.
მოლაპარაკებები აწარმოეს, სანაცვლოდ როგორც მახსოვს პატიმრის განთავისუფლებას ითხოვდა.
მალე ჩატარდა მისი დაკავების სპეცოპერაციაც.
ნანა კაკაბაძეები დარბოდნენ სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებები დაირღვაო. სინამდვილეში , ეგ ყველა ერთი მხარე იყო.
ერთი საქართველო.
ამ ოჯახიდან ძებნილმა მოგვიანებით რუსეთს შეაფარა თავი და ქურდი გახდა.
უბრალოდ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა მინდა იცოდეთ, როგორი საქართველო არსებობდა 2003 წლამდე.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მაშინდელ ხელისუფალს ოდნავ დამადლებაში გადასდის იმ რეალობის შეცვლაზე ამბის მოყოლა.”

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·