WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

12

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი:

,,რა მაინტერესებს და, ეს ქოლ-ცენტრები რომაა ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მოდებული მთელ ქვეყანას, სადაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდები ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს. კარგი, ვთქვათ საქართველოს ხელისუფლება წილში ზის, თვითონ მფარველობს მათ და ამიტომ არც ებრძვის, მაგრამ იმ ევროპაში რომ ამდენი პენსიონერი ჰყავთ გაძარცვული, იქაური ხელისუფლებები არ უნდა იძიებდნენ ამგვარ კრიმინალურ შემთხვევებს და არ უნდა იღებდნენ შესაბამის ზომებს დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად? სტუდია “მონიტორმა” თუ გამოიძია ერთი შემთხვევა, დავიჯერო, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის თუ ნორვეგიის სამართალდამცავებს არ შეუძლიათ სერიოზულად მიხედონ ამ საქმეს?

თუ ვინმეს რამე გსმენიათ ქოლ-ცენტრების სისტემის მეპატრონე-შემსრულებელთა მასობრივ დაპატიმრებებზე, სასამართლო პროცესებზე და ა.შ., მეც გამაგებინეთ, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რომ ეს დანაშაულებრივი ქსელი პრაქტიკულად დაუსჯელად პარპაშებს და მთელ მსოფლიოში მარტო ელისო კილაძეა ამის გამო დაჭერილი.“