„ისეთი ხალხი დავკარგე, 25-30 წელი რომ მიცნობდა“ – ანი ქავთარაძე

6 hours ago 5

„ახლების“ წევრი ანი ქავთარაძე:

„ტიტუშკა და ტიტუშკების “ზურგი” კი არა, ისეთი ხალხი დავკარგე, 25-30 წელი რომ მიცნობდა(და არამხოლოდ მიცნობდა, უახლოესი მეგობარი, ნათესავი და რა ვიცი, რა აღარ იყო….), ან სულაც დაბადებიდან მიცნობდა და ერთხელ არ უკითხავს, რატომ უნდა ჩაჯდეს ანი ქავთარაძე იზოლატორში 12 დღე, მხოლოდ იმიტომ რომ კაცის მწამებელ ქავთარაძეს ყველაზე სამარცხვინო უწოდაო?!

(ჩემს თავს გადამხდარ სხვა უსამართლობებზე აღარაფერს ვიტყვი).

იქნებ მართლა სამარცხვინოა ის, ვიღაც ქავთარაძე და მოდი, ანის თუ არ ვკითხავ, ისე მოვიკითხავ, რა ხდება, რა ამბავიაო ?!)))

ჰოდა სანამ ამ, ერთ ხელისგულ ქვეყანაში კონფორმიზმს ანაცვალებთ, საკუთარი შვილების და სამშობლოს მომავალს, მანამდე არ შეიცვლება არაფერი!

დღეს დიდი წყალგამყოფია ერში, მნიშვნელოვანი ღირებულებების სახით, მეტიც, მგონია, სწორედ კონფორმიზმმა, ამ, დაქალ-ძმაკაცობამ, გრუზინულმა “ახლობლობამ” და “კაი” გოგო-ბიჭობამ გადაჩეხა ეს ქვეყანა!

ან აზა ჩილაჩავას საქართველოში ვიცხოვრებთ ან რუსის, ერთ უჯრედიანი ტიტუშკების!

ჩამოვყალიბდეთ, ერო, ბაბლო!

“კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,

ნათქვამი არა გვცხვენოდეს,

მსმენლის გულს აბორგოვებდეს,

არავის არა სწყენოდეს?”

სრულად წაკითხვა