WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ისლანდიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას.

ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RUV-ის ცნობით, 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა მხარი დაუჭირა. მათ შორის სხვაობა დაახლოებით 12 600 ხმა იყო.

ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა მთავრობის შეცვლის შემდეგ შეჩერდა. იმ დროისთვის მოლაპარაკებების 33 თავიდან 27 იყო გახსნილი.

ისლანდია, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად, ევროპის ეკონომიკური ზონის და შენგენის წევრია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს არაერთ სფეროში. შესაბამისად, ევროკავშირის პოზიციაა, რომ რეფერენდუმზე დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაში, ისლანდიას შეეძლო, გაწევრიანების მოლაპარაკებები 1-2 წელიწადში დაესრულებინა.

გუშინდელ რეფერენდუმი ჩატარდა დათქმით, რომ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილებას ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების წარმატების დასრულების შემთხვევაში, ევროკავშირთან გაწევრიანების ხელშეკრულების დასამტკიცებლად ცალკე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო.