ისრაელი ამბობს, რომ ამოწმებს ინფორმაციას ღაზაში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის განეიტრალებაზე

2 months ago 34

ისრაელმა განაცხადა, რომ კვლავ ამოწმებს ინფორმაციას მორიგი დაბომბვისას შედეგად "ჰამასის" რიგით მეორე ლიდერის განეიტრალების შესახებ. ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება შეჩერებულია.

თუ მისი სიკვდილი დადასტურდა, მაშინ მარვან ისა, ამ დრომდე, "ჰამასის" ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც ისრაელის ძალებმა 5-თვიან ომში გაანეიტრალეს.

ისრაელის არმიის რადიომ განაცხადა, რომ შაბათს ღამით ისრაელმა დაბომბა ალ-ნუსეირატის ბანაკი ცენტრალურ ღაზაში. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, მოკლულია 5 ადამიანი.

თუმცა, ჯერ კვლავ არაა დადასტურებული იყო თუ არა იმ 5 მოკლულს შორის მარვან ისა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არც ისრაელის ჯარს და არც "ჰამასს" არ გაუვრცელებია.

მარვან ისა ისრაელის მიერ ძებნილი ადამიანების სიაშია. მას და "ჰამასის" კიდევ ორ ლიდერს ისრაელზე, 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმის ორგანიზებასა და დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, "ჰამასის" მებრძოლებმა 1,200 ადამიანი მოკლეს, ხოლო 235 ტყვედ აიყვანეს. მათი ნაწილი დღემდე ტყვეობაში რჩება. თავდასხმაზე პასუხად დაწყებული ომის შედეგად, "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მოკლულია 31,000-ზე მეტი ადამიანი.

სრულად წაკითხვა