ისრაელი საელჩოებს ხურავს – დეტალები

16 hours ago 3

2

ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.

ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს რჩევებს აძლევს:

  • მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში;
  • თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან;
  • მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას;
  • ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან;
  • განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში.
სრულად წაკითხვა