ისრაელის მედია იტყობინება, რომ საქართველოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღაზაში „სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების“ (ISF) ინიციატივის ფარგლებში სამხედროების გაგზავნის თაობაზე. თბილისს ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
25 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში The Times of Israel, ისრაელის Channel 12-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ვიეტნამთან და რომ „დასრულების შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებმაც უკვე განაცხადეს თანხმობა სამხედროების გაგზავნაზე“.
სტატია ძირითადად ეხება სამხედრო-სამოქალაქო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეფორმირების სავარაუდო გეგმებს, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული ოპერატიული ჯგუფია და რომლის ამოცანაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი. რეფორმირების მიზანია, რომ ცენტრი უფრო ოპერატიული გახდეს და გაძლიერდეს კოორდინაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან.
გამოცემა იტყობინება სამ ინფორმირებულ დიპლომატზე დაყრდნობით,, რომ CMCC-ს სახელი შეეცვალება და ღაზის დახმარების საერთაშორისო ცენტრი დაერქმევა. ასევე გაზირდება ISF-ს როლიც. სტატიის თანახმად, ცვლილებები მოიცავს ღაზის მომავლის შესახებ მაღალი დონის დისკუსიებში ჩართული ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობის შემცირებას, რაც გადაწყვეტილების მიღების ოპტიმიზაციას დაეხმარება.
გამოცემის თანახმად, მშვიდობის საბჭომ არ უარყო დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და Channel 12-ს განუცხადა, რომ ის აგრძელებს ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების ხელშეწყობას „ძალისხმევის ოპტიმიზაციისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით“. მან ასევე დასძინა, რომ ISF და CMCC ამზადებენ „სხვადასხვა მოდელებს უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის“, რადგან მისია ფართოვდება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით ქვეყნებთან სამხედროების გაგზავნის თაობაზე.
This post is also available in:

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·