ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში მოკლა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) მეთაურობით მოქმედი პოლიციის ათობით წევრი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაგან ბევრს ადანაშაულებდნენ ჰამასის შეიარაღებული ფრთის წევრობაში და რომლებიც ისრაელისა და მისი ძალებისთვის ღაზაში გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ჰამასი აცხადებს, რომ პოლიციის ძალებსა და მის შტაბ-ბინაზე ისრაელის თავდასხმების მიზანია ანკლავში ქაოსისა და ანარქიის დათესვას და ისრაელსა და ჰამასს შორის ოქტომბერში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ბოლო დროს 1190-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის თავდასხმების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ დაიღუპნენ.
ჰამასი, როგორც წესი, დანაკარგებს არ ამხელს.
ზავმა სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, თუმცა ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმები არ დასრულებულა. იმავე პერიოდში, ღაზაში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.
ისრაელი ფაქტობრივად აკონტროლებს ვიწრო სანაპირო ზოლის დაახლოებით 64%-ს, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული ისრაელის არმიის ორწლიანი ომის შედეგად, რომელიც მოჰყვა 2023 წელს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. ამ ინციდენტის საპასუხოდ დაწყებულ ისრაელის საომარი მოქმედებს 70 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზის მოსახლეობის თითქმის 2 მილიონი ადამიანი ამჟამად სანაპირო ზოლში მიწის ნაგლეჯზე, ძირითადად დროებით კარვებში ან დაზიანებულ შენობებში ცხოვრობს სავალალო პირობებში, ჰამასის კონტროლის ქვეშ.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·