ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

13 hours ago 2

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას TAV Georgia-ში უთხრეს.

ირკვეა, რომ, თბილისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან 14 ივნისს გაუქმდა 15 ავიარეისი, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 4 რეისი.

თბილისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია რეისები მათ შორის, აბუ-დაბის, შარჟის, ერბილის, დელის, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით. ხოლო ბათუმიდან, მათ შორის, ორი ისრაელის, ერთი ირანისა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.

ავიარეისები თბილისიდან და ბათუმიდან გაუქმდა 13 ივნისსაც.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.

სრულად წაკითხვა