ისტორიაში პირველად - გორის "დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

12 hours ago 2

დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალს უმასპინძლა.

საუკეთესოს ვინაობას სეზონის საბოლოო შეხვედრაში გორის "დილა" და თბილისის "სპაერი" არკვევდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმიც ასევე წარიმართა. ყველაფერი 86-ე წუთზე "დილას" ბრაზილიელი ლეგიონერის ჟოაო კოშტას გატანილმა გოლმა შეცვალა, რასაც 90+2 წუთზე ჩაბრაძის ზუსტი დარტყმაც დაემატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:0 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გორელთა ეს გამარჯვება ისტორიაში პირველი გახლდათ, რაც ტიტულს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს.

სრულად წაკითხვა