როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ნაპოლიდან" "პსჟ"-ში გააგრძელებს.
ქართველის ტრანსფერი პარიზულ გრანდს 70 მილიონ ევროს + ბონუსები დაუჯდა.
სეზონის შემდეგ კვარა შესაძლოა 2 ქვეყნის ჩემპიონის რანგში ვიხილოთ.
თუ "ნაპოლიმ" სერია ა მოიგო და "პსჟ"-მ ლიგა 1 ხვიჩას ორივე ტიტული აქტივში ჩაეწერება.
ახლო წარსულიდან ასეთი მაგალითი ჟოაო კანსელოა, რომელიც შუა სეზონში "მანჩესტერ სიტიდან" "ბაირნში" გადაბარგდა და ერთდროულად ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონი გახდა.