იტალიაში გამოფენიდან 1.3 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს სკულპტურები მოიპარეს

2 months ago 63

CNN-ის ინფორმაციის თანახმად, იტალიაში, გარდის ტბის მახლობლად Vittoriale degli Italiani-ს მიერ ორგანიზებული გამოფენიდან იტალიელი სკულპტორის, უმბერტო მასტროიანის ოქროს 50-მდე ნაკეთობა მოიპარეს.

როგორც ირკვევა, Museo d’Annunzio Segreto-დან მოპარული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულება $1.3 მილიონს აჭარბებს.

მასტროიანის ერთ-ერთი ნამუშევარი, სახელად „Uomo/Donna“, მოგვიანებით საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, თუმცა დანარჩენი 48 ნიმუშის მიკვლევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

Vittoriale degli Italiani-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ქურდობა საკმაოდ გამოცდილი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, ვინაიდან მათი მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემებისთვის გვერდის ავლა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

forbes.ge

სრულად წაკითხვა