იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსი ვიტორიადან ალბერტო კოსტას დამატებას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ ვიტორიამ ფეხბურთელზე 12-მილიონიანი წინადადება უკვე მიიღო, თუმცა ეს სპორტინგისგან იყო და არა იუვესგან.
იწერება, რომ ფეხბურთელით ბრაიტონიცაა დაინტერესებული, მაგრამ იუვენტუსი ბრძოლას მაინც ბოლომდე აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ალბერტო კოსტა უპირატესობას სპორტინგს ანიჭებს.