ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, ტიაგო მოტა კლუბის შეტევითი პოტენციალით უკმაყოფილოა და ტრანსფერებს ითხოვს.
როგორც ბრიტანულ და იტალიურ მედიაში იწერება, მოტას ჯოშუა ზირკზეს ვარიანტი მოსწონს, რომელსაც თავადვე სურს სერია A-ში დაბრუნება.
მოტა აპირებს, რომ უკონკურენტო დუშან ვლაჰოვიჩს შემცვლელი მოუყვანოს და ასე ორმაგად იხეიროს. ანუ, ჰყავდეს ახალი ფორვარდი და უფრო მოტივირებული ვლაჰოვიჩი.
იწერება, რომ იუვე საქმეს მალევე შეუდგება და ზირკზეს დამატებას ზამთარშივე შეეცდება.