იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე გააძევეს.

ვაშაძემ დარბაზის დატოვებამდე თქვა, რომ რუსია ყველა, ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – “შე სი*ო შენა, გაა*ვი აქედან, მოსიარულე სი*ი ეს”.

მანამდე კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა ოპოზიციონერს გაუთიშა მიკროფონი და მისცა გაფრთხილება. გაფრთხილებების გამეორების შემთხვევაში, ოხანაშვილი მათ დარბაზიდან გაძევებით ემუქრება.

“ჩამორთმეულია სიტყვა, ნებისმიერი დარღვევა რეგლამენტის, იქნება რეაგირებული”, – ამბობს ოხანაშვილი.