16.06.202616.06.2026
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დავით მამისეიშვილი შეარჩია. სწორედ მამისეიშვილის კანდიდატურა წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად.
ამის შესახებ წერია საბჭოს 10 ივნისის განკარგულებაში. დოკუმენტში წერია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი მოსამართლეობისთვის ბრძოლაში შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ შემდეგი კანდიდატები: სალომე სამხარაძე, თამარ ალანია და ლიანა კაჟაშვილი.
დოკუმენტში არ არის ნახსენები კიდევ ორი კანდიდატი, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ. საუბარია გიორგი გოგინაშვილსა და დიმიტრი გვრიტიშვილზე. ამ უკანასკნელმა TV პირველს დაუდასტურა, რომ კანდიდატურა თავად მოხსნა.
“არანაკლებ მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოში საქმიანობაც, აქედან გამომდინარე, ამაში [კანდიდატურის მოხსნაში] არაჩვეულებრივი არაფერი არ არის […] ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემთვის უფრო კარგი გადაწყვეტილება”, – ამბობს გვრიტიშვილი TV პირველთან საუბრისას.
2026 წლის 29 აპრილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძეს საპენსიო ასაკი შეუსრულდა, რის გამოც სასამართლოში საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ აქვს. სწორედ ვაჩაძეს ჩაანაცვლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანდიდატი.

2 days ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·