46
საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შექმნილ უმძიმეს პრობლემებს ეხმაურება.
“დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ და არც ერთი სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, ძალიან ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.