WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“იქ, სადაც ბიძინა რაღაცას თმობს, მერე ორმაგად ამოაქვს ხოლმე და ახლა აქ საკმაოდ რთული კომბინაცია ჯდება…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველ პარტიასა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ თავის ვარაუდებს გამოთქვამს:

მდინარაძის წასვლას ნუ უკავშირებთ ბიძინას „პიეტეტს“ „უდანაშაულოდ“ ჩასმული ღარიბაშვილის მიმართ. ან თუნდაც იმას, რომ მტკიცებულებების არქონის გამო განრისხდა ბატონი. ვინც ასე ფიქრობთ, ცდებით.

მან სხვა საფრთხე დაინახა – უფრო სწორად, დაანახეს და აგრძნობინეს (კონკრეტულად რა, ამას არ დავწერ): ე.წ. „კახურმა კლანმა“ ეს შედეგი დადო.

ეს კარგია? ვნახოთ.

იქ, სადაც ბიძინა რაღაცას თმობს, მერე ორმაგად ამოაქვს ხოლმე და ახლა აქ საკმაოდ რთული კომბინაცია ჯდება: ან კლანი უნდა მიაწვეს ბოლომდე, ან გამოხშირავენ და თითო-თითოდ გაანადგურებენ.

მიწოლა კი სულაც არ ნიშნავს ომს. მიწოლა ამ შემთხვევაში პოზიციების გამაგრებასა და სიმყარეს ნიშნავს.

ძალიან საინტერესო თამაშია.

ისე, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქოცის ოჯახში შეკრებილი ქოცი ბობოლები — ფულით ბობოლები, განა ჭკუით — განიხილავდნენ სცენარს: მამუკა შესაძლოა ბიძინამ პრემიერად დანიშნოსო. 🙂

დედა, რა დღეში გაქვთ ნერვები ამ პოლიტიკური ჰიპოთეზის ავტორებს, ხვდებით?

და იმას თუ ხვდებით, რა უბედურ დღეშია ქვეყანა, თქვენ რომ ცალკე ფული გაქვთ და ცალკე — პოლიტიკოსები გქვიათ“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

“იქ, სადაც ბიძინა რაღაცას თმობს, მერე ორმაგად ამოაქვს ხოლმე და ახლა აქ საკმაოდ რთული კომბინაცია ჯდება…” – გოჩა მირცხულავა
პარალელი