3
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, “ფორმულასთან” ამბობს:
ეს გაჭირვებული გომელაური სად უნდა წავიდეს, მაგნიტსკის სიაშია. მეზობლადაც ვერ გადავა, რომც მოუნდეს, ტერორისტების სიაშია.
აი, ლილუაშვილს პასპორტი ჩამორთმეული აქვს, როგორც ღარიბაშვილს.
ბიძინა ივანიშვილი არის იმდენად დასუსტებული, ნახეთ, ღარიბაშვილამდე მივიდა მიქაუტაძით, მივიდა ჯუანშერის მოადგილით (საუბარია პირებზე, რომლებიც დააკავეს), არაფრის თავი აღარ აქვს, მეტიც, იქადნება ღარიბაშვილი, რომ ეგ (ივანიშვილი) რისი გამკეთებელი, დაიჭიროს არა ისა რა, ვინ უნდა დაიჭიროს მაგან? მის გარშემო ამას ადამიანები ლაპარაკობენ. იგივეა ლილუაშვილი. სადღა აქვს ივანიშვილს იმის თავი, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი დაიჭიროს? ჯუანშერამდეც (იგულისხმება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე) ვერ მივიდა, ბიძინას აღარაფრის თავი აღარ აქვს, ბიძინა დგას არაფერზე, ჩვენს უიმედობაზე, ნიჰილიზმზე… ეგღა დარჩა… მას რომ აბა, თავი ქონდეს, ძლიერი კაცი რომ იყოს დღეს, მამუკა მდინარაძეს რა უნდა სუსის უფროსად?