,,იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!“ – ზურაბ ჯაფარიძე

3 days ago 16

202

პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,- ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია

– ზღართანაშვილის ქუჩაზე შუქნიშანი ისევ არ მუშაობს

– ძალიან მალე დავკარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას

– ღობეგლეჯიაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის მილია დაზიანებული

– ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, ციხეები გაივსო პოლიტპატიმრებით

– გობეჯიშვილის აღმართზე 7 წელია არ მუშაობს შუქნიშანი

– საქართველო სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს და ბრუნდება რუსეთის წიაღში

– გრიშაშვილის ჩიხში ისევ გასკდა წყალმომარაგების მილი

– საქართველო კარგავს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ამის დადასტურებაა ის, რომ რუსეთის დაკვეთით აღარ შენდება ანაკლიის პორტი

– ხუნძიკაშვილის 25-ში ისევ ნაგვის სუნი დგას და მერია არაფერს აკეთებს

– ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო

– ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში და მოვაგავრებთ ყველა პრობლემას

ეს ხდება ყოველ დღე, ერთი და იგივე პარტიის მხრიდან, ერთი და იგივე არხზე

იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!“

სრულად წაკითხვა