თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის საელჩოში გაკეთებული შეთავაზებას აფასებს და ამბობს:
მისი ამოცანა არის ის ზუსტად რასაც ამბობს, რომ ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები, რომ თითქოს არაფერი მანამდე არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე მზად იქნება, რომ საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობები იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის მაგალითად ყირგიზეთთან, ოღონდ იყოს. ვაშინგტონთან ურთიერთობაში მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ნდობაა დაკარგული და არ არსებობს არცერთი წინაპირობა, რომლის გამოც ირაკლი კობახიძეს ხვალ შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ 1, 2, 3, 4 რაღაც გავაკეთეთ ნდობის აღსადგენად, ესეთი რამე არ მომხდარა, ეს არის პირველი და მეორე – რას სთავაზობენ აშშ-ს? აი რატომ უნდა დაინტერესდეს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოთი. საკითხი ასე დგას – საერთოდ საქართველო რომ არსებობს, ეს ახსოვს თუ არა დღევანდელ ახალ ადმინისტრაციას. ესენი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ იქნებ რაღაც მოხდეს, როგორღაც ვინმე დაარწმუნონ და ერთი ხელის ჩამორთმევა გამოსტყუონ ვაშინგტონს, ამის იქით მათ არაფერი ინტერესი არ აქვთ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ამის იქით თავისთავად დგება დემოკრატიის პირობა. აქ ირანი ვერ იქნება, თბილისში თეირანს ვერ გააკეთებენ ისინი, თუ სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებენ ვაშინგტონთან და ბრიუსელთან,” – ამბობს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, კობახიძემ, თქვა:
“ჩვენ ისევ გვჯერა, რომ დადგა დრო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვისა საგზაო რუკის მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებს და ნათლად განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებს. ამიტომ, წინადადება არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სამართლიანობაზე და თანამშრომლობისთვის მკაფიო ჩარჩოზე. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პირდაპირ დიალოგში, რათა განვსაზღვროთ მოკლევადიანი პრიორიტეტები, დავაფუძნოთ განხორციელების მექანიზმები და მოვიტანოთ გაზომვადი შედეგები ორივე ერისთვის.”

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·