“იყავით სამართალდამცავები და არა სამართალდამრღვევები” – გორში, პოლიციასთან აქცია გაიმართება 

3 weeks ago 19

დღეს, 30 ნოემბერს, 15:00 საათზე ვერხვების დასახლებაში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან მოქალაქეები მივლენ და პოლიციას მოუწოდებენ დაიცვან მშვიდობიანი პროტესტანტები და მედიის წარმომადგენლები. 

“მშვიდობიანად, ერთად მოვუწოდოთ პოლიციას იყვნენ სამართალდამცველები და არა სამართალდამრღვევები! ამ ფორმით, სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ჟურნალისტებს, რომლებზეც სასტიკად იძალადეს პოლიციელებმა. გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. დავანახოთ ყველას, რომ გორელებსაც გვტკივა და გვაწუხებს ის ბოროტება, რაც ამ ქვეყანაში ახლა სუფევს”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს რობოკოპები ფიზიკურად გაუსწროდენ. შსს-ს ცნობით წუხელ 107 ადამიანი დააკავეს.

სრულად წაკითხვა