3
საპროტესტო აქციის ფარგლებში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ მოპყრობაზე ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს.
იყო ძარცვა, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურების მუქარა. ქალების მიმართ იყო ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალურ ნიადაგზე, ასევე ძარცვის შემთხვევები, წყლის შესხმის, სხეულის ნაწილების მოტეხვის მცდელობის და ამისი მუქარა, იარაღით მუქარის შემთხვევებიც იყო. კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი, რადგან ბევრი მსხვერპლი ჯერ ვერ საუბრობს. აუცილებელია, ცხელი ხაზი კოორდინირებულად შექმნან და უფასო დახმარება გაუწიონ, მათ შორის, ფსიქოთერაპიული მიმართულებით, რადგან მათ პოსტტრავმული აშლილობები და სინდრომი აღენიშნებათ. მხოლოდ იურიდიული დახმარება საკმარისი არ არის, უნდა ხდებოდეს მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაცია”, – ამბობს ნინო ლომჯარია.