“იცით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები?” – ლადო სადღობელაშვილი

4 hours ago 2

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:

– იცით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები ❓კეთროვანებად გადაქცევას დარდობენ… მართლა განიცდიან… სტკივათ.

– ეს ამხელა ფული, ძალაუფლება, გავლენა და პროვინციალური პეროგაყრილობა შერჩათ ოხრად❗️ხალისი აღარ აქვთ…

– მთელი საქართველო გაერთობა ახალ წელს, მთელი თბილისი მოილხენს, ყველა ჩაეხუტება ერთმანეთს, მიულოცავენ და დაილოცებიან…დიდიც და პატარაც, ქართველიც და უცხოელიც…

ერთადერთი ვისაც ყალბი ღიმილიც კი არ დაეტყობა იქნებიან კოლექტიული ქოცები❗️

– ვიწრო გარემოში, მდიდრულ სუფრებზე, დასავლური ნობათით გადაჭედილ მაგიდაზე, მოოქროვილი დანა-ჩანგლებით მაგრამ მარტო, ეულად, მარგინალურად, მეგობრების და ახალგაზრდების გარეშე (მეგობრები და ახალგაზრდები რუსთაველზე იქნებიან) ისხდებია მრავალსართულიან და ოთახიან სახლებში, ექნებათ ჩართული ტვ “ნადეჟდა” და ეწ სამთავრობო მილოცვების შემდეგ დრუჟნად ჩაუჯდებიან რომელიმე კომუნისტურ ფილმს, მაგალითად “მასკვა სლიზამ ნე ვერიტ”-ს ან “სლიოხკიმ პარამს” და მერე გულგახეთქილები მაგრამ ფრანგული შამპანით მაძღრები შეეცდებიან ტკბილად ჩაძინებას თუმცა აქაც არ გაუმართლებთ! ქუჩაში ხალხის, გაერთიანებული ერის ხმაური შეაწუხებთ.

– ერთის მეშინია, ერთს ვშიშობ, ბოღმისგან და შურისგან არ გასკდნენ ეგ უსამშობლო ორჯონიკიძეს სულიერი შთამომავლობა❗️

სრულად წაკითხვა