იცოდით, რომ ქინძს შეუძლია ორგანიზმიდან ორმოცამდე მძიმე ლითონის გამოდევნა? – ჯადოსნური ნაყენის რეცეპტი

20 hours ago 5

იცოდით, რომ ქინძს შეუძლია ორგანიზმიდან ორმოცამდე მძიმე ლითონის გამოდევნა? - ჯადოსნური ნაყენის რეცეპტი„სარკე“, მოამზადა აზა გაგოშიძემ
იცოდით, რომ ქინძს შეუძლია ორგანიზმიდან ორმოცამდე მძიმე ლითონის გამოდევნა 42 დღის განმავლობაში?!

ეს მწვანილი შეიცავს კაროტინს, ასევე ბე1 და ბე2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2%-მდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.

ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასე რომ, თუ გრძნობთ, ძალიან გადაიღალეთ, ერთ ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით. მისი წვენი შველის კუჭის აშლილობას, კარგია ალერგიის დროს. კერძოდ, თუ თითო ჩაის კოვზ ქინძის თესლის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ, ალერგია აღარ შეგაწუხებთ.

ქინძს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და ბუასილის სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი ეთერზეთით ამზადებენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კუჭის სამოქმედო პრეპარატებს.

ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. ქინძის თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ბევრი ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა, რომლებსაც ვიღებთ საკვებიდან, წყლიდან, ჰაერიდან. ხანდახან ეს ტოქსინები ორგანიზმში რჩება, რაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამომწვევი გახდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რეგულარულად გაიწმინდოთ ორგანიზმი, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

ქინძი დეტოქსიკაციის ერთ-ერთი ნაზი და ეფექტური საშუალებაა, რაც უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალებისგან, ტოქსიკური და მძიმე ლითონებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას.

დეტოქსიკაციისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი, რომელიც ანთებითი პროცესებისგანაც გაგათავისუფლებთ: 1/2 ჭიქა დაჭრილი ქინძი, იმავე რაოდენობით ვაშლის წვენი და წყალი. ყველაფერი დააბლენდერეთ, გადაწურეთ და საუზმეზე დალიეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ 2 თვე შეისვენეთ და შეგიძლიათ გაიმეოროთ.

სრულად წაკითხვა