“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებას ჩამოაშორა პატრიოტული მთავრობა და მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა” – მიხეილ სააკაშვილი

3 weeks ago 4

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო სხდომაზე ჩართვისას, საუბრობს რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით და მისი ხელისუფლების დროს მიღწეულ წარმატებებზე საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით:

,,ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა საქმეც იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რაც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებას ჩამოაშორა პატრიოტული მთავრობა და მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა.

ეს ახლა დღესავით ნათელია ყველასათვის და ყველამ კარგად იცის, რომ იმის შემდეგ ჩვენი საქმეები მიდის სულ უფრო და უფრო უკან.

რა არის ეს ჰიბრიდული ომის ნაწილი? ჰიბრიდული ომი არის ის, რომ ყველაფერი გააბანძო, ყველაფერი ტალახში ათრიო, ჩვენ ხალხს უთხრა, რომ ისინი არაფრის ღირსი არ არიან, რომ ისინი ყოვლად უუნარო, უნიჭო, მონული ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ და ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა იყო არა ის დიდი წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა.
ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები ეკონომიკური მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციასთან, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა. ეს ჩემი სიტყვები არ არის – ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია!

ჩვენ ჩამოვიყვანეთ ამერიკის სამი პრეზიდენტის საქართველოში, უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე, ჩვენ ვიყავით ხელის გულზე სატარებელი და სანიმუშო არა მხოლოდ მთელი რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის! აი ეს უნდათ დაავიწყონ და ჩაანაცვლონ ათასგვარი სისულელით…“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სრულად წაკითხვა