WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, გაიცანით კავკასიური თრია (Castor Fiber):

❓🟢 იცით, რომ კავკასიური თრიას ჰიბერნაციის და გამოღვიძების დრო იმაზეა დამოკიდებული, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ბინადრობს?

დაბალ მთიან ზონებში მისი გამოღვიძება უკვე მარტის ბოლოს იწყება, მაღალმთიან ადგილებში კი შესაძლოა მაისის დასაწყისამდე გადაიწიოს. ზოგი ზრდასრული ინდივიდი ძილქუშისთვის მზადებას უკვე ზაფხულის მიწურულს იწყებს, ახალგაზრდები კი შემოდგომაზე უფრო დიდხანს რჩებიან აქტიურები.

გაიცანით კავკასიური თრია (Spermophilus musicus)ციყვისებრთა ოჯახის საინტერესო წარმომადგენელი, რომელიც კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობად მიიჩნევა. საქართველოში იგი ძირითადად დიდი კავკასიონის მაღალმთიან ზონაში, კერძოდ თერგის სათავეებთან გვხვდება.

თრიები კოლონიებად ცხოვრობენ. საფრთხის, მაგალითად მტაცებელი ფრინველის, შემჩნევისას ისინი უკანა თათებზე „სვეტივით“ დგებიან და მაღალი, წვრილი, სტვენის მსგავსი ხმით კოლონიის სხვა წევრებს აფრთხილებენ.

თრიები მიწისქვეშ მრავალფუნქციურ სოროთა სისტემებს ქმნიან. მათში მოწყობილია ცალკეული სივრცეები ბუდისთვის და ძილქუშისთვის, ასევე საგანგებო გასასვლელები, რომლებიც მტაცებლისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ.

ჰიბერნაციის პერიოდში თრიას სხეულის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, გულისცემა და სუნთქვა კი მკვეთრად ნელდება. ამ გზით ორგანიზმი ენერგიის ხარჯვას მინიმუმამდე ამცირებს და ხანგრძლივი ზამთრის გადატანას ახერხებს.

თრია ძირითადად მცენარეული საკვებით: თესლით, ფესვებითა და სხვადასხვა ბალახოვანი მცენარით იკვებება. სოფლის მეურნეობაში წარსულში იგი ხშირად მავნებლად მიიჩნეოდა, რადგან მარცვლეულ კულტურებსაც აზიანებს.