კაზინოები დედაქალაქიდან უნდა გავიტანოთ – კახა კუკავა

4 hours ago 1

52

დღეს კაზინო “შანგრილას” წინ ბრიფინგი გამართა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ. მისი თქმით დედაქალაქიდან კაზინოები ეტაპობრივად უნდა იქნეს გატანილი:

“ჩვენ ხშირად მოგვისმენია ცენტრალური ხელისუფლებისგან ციფრები, თუ რამდენი ასეული მილიონი შემოდის ყოველწლიურად ჩვენს ბიუჯეტში კაზინოების ბიზნესიდან. რა თქმა უნდა ბიზნესი ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლები კარგია, თუმცა ამ ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკა. ის პრაქტიკულად ზედმეტ ფულს აცლის ადამიანებს. თუ ეს ადამიანი ქართველი ან უცხოელი ბიზნესმენია, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად კაზინოების მსხვერპლი ხდება ადამიანი რომელსაც არანაირი ზედმეტი ფული არა აქვს, საიდანაც იწყება ადამიანური ტრაგედიები, ქონების დაფლაგვიდან დაწყებული სუიციდით დამთავრებული. 

სწორედ ამიტომაც ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით კაზინოები გატანილი იქნეს დედაქალაქიდან, რაც მნიშვნელოვნად შეუზღუდავს მასთან ხელმისაწვდომობას საშუალო და ღარიბ ფენას. ისევე როგორც თავის დროზე კაზინოები აშენდა არა რომელიმე მეგა პოლისში არამედ ნევადის უდაბნოში, საქართველოშიც კაზინოები მოცილებული უნდა იქნეს თბილისს და სხვა დიდ ქალაქებს, და ორიენტირებული უნდა იყოს უცხოელ და არა ადგილობრივ კლიენტურაზე”- თქვა მან.

სრულად წაკითხვა